მადრიდის „რეალმა“ თანაქალაქელი „ატლეტიკო“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა (0:1, 4:2 პენ) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ამგვარად, „სამეფო კლუბმა“ ევროთასების მთავარი ტურნირის ისტორიაში პენალტების სერიის რეკორდული რაოდენობა მოიგო. ამის შესახებ სტატისტიკური პორტალი Squawka იტყობინება.
წყაროს ცნობით, სამეფო კლუბმა ოთხი გამარჯვება მოიპოვა მას შემდეგ, რაც დაპირისპირება პენალტების სერიაში გადავიდა. ასეთი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის და ჩემპიონთა თასის ისტორიაში არავის აქვს.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე მეოთხედფინალში მადრიდის რეალი „არსენალს“ დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ლონდონში 8 აპრილს გაიმართება. საპასუხო - მადრიდში 16 აპრილს.