ინგლისური კლუბები, „არსენალი“ და „ასტონ ვილა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ.
პრინციპში, ეს პირველი მატჩების მერეც ნათელი იყო და საპასუხო შეხვედრებს აზრიც აღარ ჰქონდა. „არსენალმა“ პსვ ეინდჰოვენი ერთი კვირის წინ სტუმრად 7:1 გაანადგურა და ცხადია, ლონდონში, სასწაული არ მოხდა. თუმცა, ნიდერლანდელებმა არ წააგეს - 2:2. რა თქმა უნდა, ეს არაფერს ნიშნავს, პსვ გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, „არსენალი“ მეოთხედფინალშია, სადაც „რეალს“ შეხვდება.
„ასტონ ვილამ“ ბელგიაში, „ბრიუგეს“ 3:1 სძლია და „ვილა პარკზე“ ეს უპირატესობა გაზარდა. მე-17 წუთზე ბელგიელები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რამაც უნაი ემერის გუნდისთვის ყველაფერი კიდევ უფრო გაამარტივა.
დიდებულად მოერგო „ასტონ ვილას“ მარკო ასენსიო, რომელმაც მორიგი გოლები გაიტანა. ესპანელი 46-ე წუთზე შევიდა მოედანზე და მეორე ტიმში მეტოქე ორჯერ დაამწუხრა. ერთხელ იან მაატსენმაც გაიტანა - 3:0. ორი მატჩის ჯამში „ასტონ ვილამ“ 6:1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.
„ასტონ ვილა“ – „ბრიუგე“ 3:0 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 6:1
გოლები: 1:0 ასენსიო (50), 2:0 მაატსენი (57), 3:0 ასენსიო (61)
„არსენალი“ - პსვ 2:2 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 9:3
გოლები: 1:0 ზინჩენკო (6), 1:1 პერიშიჩი (18), 2:1 რაისი (37), 2:2 დრიუეში (70)
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია, მატჩები კი, 8-9 და 15-16 აპრილს გაიმართება:
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ასტონ ვილა“
"რეალი" - "არსენალი"
„ბარსელონა“ – „დორტმუნდი“
„ბაიერნი“ – „ინტერი“