ჩოგბურთი

1:53 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერს 1/16-ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

ბასილაშვილი ფრანგ კორენტინ მუტესთან ორ სეტში, 3:6, 2:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და მეტოქეს არ გასჭირვებია გამარჯვება.

ბასილაშვილმა 2 ეისი მიითვალა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მან პირველ-მეორე სეტში სამ-სამჯერ წააგო თავისი ჩაწოდება და შესაბამისად, ამის ფონზე თამაშის მოგება შეუძლებელი ამოცანა გახდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერზე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შედეგად მოხვდა, სადაც ორი შეხვედრის მოგება მოახერხა. ქართველი ჩოგბურთელი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 152-ე ადგილზეა.

0.068269