საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სტუმრად „რეჯანა“ 84:74 დაამარცხა.
პირველი ტაიმი იტალიელებმა 9 ქულით მოიგეს და უპირატესობა მესამე პერიოდშიც გაზარდეს. ზოგადად, „რეჯანამ“ სამი პერიოდი მოიგო (20:14, 20:17, 21:20), მაგრამ ბოლო მეოთხედში ესპანელებმა 10-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და თავად შეძლეს შეხვედრის მოგება 10 ქულით. ბოლო მეოთხედში „ტენერიფემ“ 33:13 იმარჯვა.
შერმადინმა 17 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 ორქულიანი ააცილა. ისევ გამორჩეული იყო მარსელინო უერტასი, რომელმაც 22 ქულა და 8 პასი მიითვალა.
„ტენერიფე“ ჯგუფში 4 მოგებით და არც ერთი მარცხით ლიდერია, მომდევნო ტურში კი, 19 მარტს, „პეტკიმ სპორს“ ესტუმრება.