ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტ „დორტმუნდს“ ძალიან მძიმე სეზონი აქვს, მაგრამ ამ ტურნირზე მეოთხედფინალში გასვლა მაინც მოახერხა.
ნიკო კოვაჩის გუნდი ერთი კვირის წინ შინ „ლილს“ დაუზავდა (1:1), შესაბამისად, სტუმრად არცთუ კარგ სიტუაციაში იყო. გერმანელთა მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე მეხუთე წუთზე გახსნა, როცა გრეგორი კობელიც უხეში შეცდომით ჯონათან დევიდმა ანგარიში გახსნა.
„ლილმა“ ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. 54-ე წუთზე ემრე ჯანმა პენალტით არათუ შეხვედრაში, არამედ ორი მატჩის ჯამშიც აღადგინა წონასწორობა, ხოლო 10 წუთში მაქსიმილიან ბაიერმა სულაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში „ყვითლებმა“ უპირატესობა შეინარჩუნეს.
„დორტმუნდი“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.
„ლილი“ – „დორტმუნდი“ 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 დევიდი (5), 1:1 ემრე ჯანი (54, პენ), 1:2 ბაიერი (65)