ფეხბურთი

21:50 | 12.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი იამალის თამაშზე: "მსგავსი არაფერი მინახავს"

ლეგენდარული ინგლისელი მცველი რიო ფერდინანდი „ბარსელონას“ შემტევით, ლამინ იამალით აღტაცებულია.

როგორც მან თქვა, ცხოვრებაში არ უნახავს ფეხბურთელი, რომელიც იამალის ასაკში ასე თამაშობდა:

„ამ ასაკში მსგავსი არაფერი მინახავს ცხოვრებაში. არავინ აკეთებს იმას, რაც მან გააკეთა ამ დონეზე და ასეთი სტაბილურობით“, - თქვა ფერდინანდმა.

0.116074