პსვ ეინდჰოვენის ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „არსენალთან“ განადგურების (1:7) შემდეგ ფანებისთვის ბოდიში მოხდა საინტერესო მეთოდით გადაწყვიტა.
პირველ შეხვედრაში მძიმე მარცხის მიუხედავად, საპასუხო მატჩისთვის ლონდონში გუნდის მხარდასაჭერად გამგზავრება გადაწყვიტა, კლუბმა მათ ჯამში 200 000 ევროს ღირებულების ბილეთები უფასოდ დაურიგა.
პსვ-მ ამ ნაბიჯით სცადა ფანებისთვის ბოდიშის მოხდა. რა თქმა უნდა, „არსენალთან“ დღეს გასამართ შეხვედრას ფორმალური მნიშვნელობა აქვს. ნიდერლანდურ კლუბს მეოთხედფინალში გასვლის არავითარი შანსი არ გააჩნია.