იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb „პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას სტარტს გამოეხმაურა.
საიტი წერს, რომ კვარა ახლა ბედნიერია და მას ძალიან სურდა პსჟ-ში გადასვლა, ჯერ კიდევ ზაფხულში, როცა „ნაპოლიმ“ ქართველის გაყიდვაზე უარი თქვა:
„ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ აყვავებაში დაეხმარა. პსჟ-ში მისმა მისვლამ დემბელეს უფრო მეტი თავისუფლება მისცა ცენტრფორვარდის პოზიციაზე, ხოლო მას და ბარკოლას ფლანგებზე აქვთ დავალებები. ის უკვე სრულიად ინტეგრირებულია თავის ახალ გუნდთან. მას ძალიან სურდა პსჟ-ში გადასვლა, ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, როცა მისი და ოსიმენის ტრანსფერებზე „ნაპოლიმ“ პარიზული გუნდიდან კარგი შეთავაზება მიიღო, მაგრამ იტალიურმა კლუბმა უარით გაისტუმრა და მეტი მოითხოვა.
და, პირველ რიგში იმიტომ, რომ ანტონიო კონტემ სთხოვა მას „ნაპოლიში“ დარჩენა. იანვარში ერთგვარი აჯანყება იყო, არა კოპმაინერსის სტილში, მაგრამ მაინც მკაფიო პოზიცია. ასე რომ, კვარაცხელია, ბოლოს და ბოლოს, ბედნიერია“, - წერს გამოცემა.
ხვიჩა კვარაცხელიას "პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბრიუგე“ – „ასტონ ვილას“ წყვილში მოგებულს შეხვდება, უდიდესი ალბათობით, „ასტონ ვილას“, რადგან ინგლისურ კლუბს სტუმრად 3:1 აქვს მოგებული.