"ლივერპულის" კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა ჟურნალისტებთან მის სამომავლო გეგმებზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ჯერ არანაირი სიახლე არ არის და არიცის სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.
"არ ვიცი რა მოხდება ზაფხულში, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ მაქვს და არ ვიცი სად ვითამაშებ მომდევნო სეზონში. თუ ვინმე ამბობს, რომ იცის სად ვიქნები მომდევნო წელს, ის იტყუება." - თქვა ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ვირჯილ ვან დაიკს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება. ნიდერლანდელი მერსესაიდელთა რიგებში 2018 წლიდან გამოდის.