ფეხბურთი

16:20 | 12.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "ლივერპულთან რომც წაგვეგო, მაინც ამას ვიტყოდი"

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ "ლივერპულთან" მოგებული მატჩის შემდეგ CBS-თან ისაუბრა. მისი თქმით გუნდი მშენებლობის და განვითარების ეტაპზეა.

"მოგება ყოველთვის სასიხარულო, ლივერპული დღეს ევროპის საუკეთესო კლუბია, მათ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და პრემიერ ლიგას ლიდერობენ. ასე რომ, ეს გამარჯვება არის რაღაც ძალიან, ძალიან განსაკუთრებული და ემოციური. გუშინ რომც წაგვეგო მაინც ამას ვიტყოდი, რომ ჩვენ ვქმნით ახალგაზრდა გუნდს მომავლისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ უკეთესები ვხდებით და ეს ლუის ენრიკეს დიდი დამსახურებაა.ვფიქრობ ყველა ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაშია და რომელიმეს გამორჩევა არ შემიძლია." - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

პსჟ-ს პრეზიდენტმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთანაც გააკეთა კომენტარი: "მეგონა, პენალტების სერიაში გული გამიჩერდებოდა. ვამაყობ მთელი გუნდით. ჯიჯოთი, ვიცოდი, რომ ის მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანდა, ეს მისი მომენტი იყო. თავმდაბლები უნდა ვიყოთ, ჯერ არაფერი გვაქვს მოგებული. შესანიშნავი საღამოა კლუბისთვის, მისი ისტორიისთვის. ფეხბურთელებს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ამაღამ ისტორიის დაწერას შეძლებდნენ. ეს სულაც არ იყო ადვილი, რადგან „ლივერპული“ საუკეთესო თუ არა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ახლა ვზეიმობთ, მაგრამ გზა ჯერ კიდევ ძალიან გრძელია. ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ ძლიერი ხასიათი აქვთ. მადლობა ქომაგებს, მთელი მატჩის განმავლობაში მეგონა, რომ „პარკ დე პრენსზე“ ვიყავით. 3 000 ქომაგი გვყავდა, მაგრამ ისეთი განცდა იყო, თითქოს, 50 000 ვიყავით. ნამდვილად ვამაყობ ჩვენი ფანებით, ეს გამარჯვება მათთვისაცაა, მათი წყალობით მოვიგეთ, რადგან ფეხბურთელებისა და კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. რთული იყო აქ, „ენფილდზე“ თამაში, მაგრამ საოცარი საღამოა“.

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბრიუგესა" და "ასტონ ვილას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

0.116476