ფეხბურთი

14:46 | 12.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი: "ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია"

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით "ბარსელონას" ყველა ტიტულის მოგების შანსი აქვს.

"ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში ვამბობდი, რომ ჩვენ ყველა ტურნირის მოგება შეგვიძლია და ამისთვის შრომას ვაგრძელებთ. ჩვენ ვაჩვენეთ კარგი ხარისხი და გამარჯვება დავიმსახურეთ."

"ბენფიკას კარში გატანილი გოლი ჩემს კარიერაში ყველაზე საუკეთესო იყო."

გეტყვით, რომ "ბარსელონამ" "ბენფიკა" ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე "დორტმუნდი" - "ლილის" წყვილში გამარჯვებული იქნება.

0.116071