ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი ვილიამ სალიბა პსვ-თან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, სადაც სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"არსენალში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, აქ მხოლოდ 2,5 წელია რაც ვარ და მსურს ამ კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო. როდესაც გუნდიდან ისე მიდიხარ, რომ ვერცერთ ტიტულს ვერ იგებ, გულშემატკივარი შენ ვერ გიმახსოვრებს. არ მინდა არსენალის გულშემატკივრებში მეც ასეთ ფეხბურთელად დავრჩე. ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი სიახლე არ არის, სიჩქარე საჭირო არაა." - განაცხადა სალიბამ.
შეგახსენებთ, რომ ვილიამ სალიბას გადაბირებით მადრიდის "რეალი" ინტერესდება, ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი მცველი 2025 წლის ზაფხულში ფლორენტინო პერესის ნომერ პირველი სამიზნე იქნება.