ფეხბურთი

11:28 | 12.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ შესაძლოა "ატლეტიკოსთან" მატჩი გამოტოვოს

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კილიან მბაპემ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

როგორც ესპანური გამოცემები იტყობინებიან, ფრანგ ფეხბურთელს კოჭის მიდამოში დისკომფორტი აქვს, რის გამოც მატჩამდე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. სამეფო კლუბის ექიმები იმედოვნებენ, რომ დაზიანება მძიმე არ იქნება, თუმცა ყველაფერი ტესტზეა დამოკიდებული.

"რეალისა" და "ატლეტიკოს" პირველი შეხვედრა "ბერნაბეუზე" სამეფო კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:55-ზე აიღებს სტარტს.

0.119477