ფეხბურთი

10:10 | 12.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიასი და მისი თანაგუნდელების შეფასებები "ლივერპულთან" მატჩში

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "პარი სენ-ჟერმენმა" "ლივერპული" თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ცნობილმა სტატისტიკის საიტებმა პარიზელების თამაში შეაფასეს, ყველაზე მაღალი შეფასება ჯანლუიჯი დონარუმამ მიიღო, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან და თერთმეტმეტრიანების სერიაში ორჯერ მოახერხა პენალტის აღება.

Sofascore: დონარუმა (8.7), ჰაკიმი (7.1), მარკინიოსი (6.8), პაჩო (7.4), მენდეში (7.9), ნევეში (7.8), ვიტინია (8.3), ფაბიანი (6.9), ბარკოლა (6.6), კვარაცხელია (7.8), დემბელე (7.3), დუე (7.3),ზაირ-ემერი (7.1), ბერალდო (6.8), ლი (6.9), რამუში - შეფასება არ მიუღია.

Whoscored: დონარუმა (9.4), ჰაკიმი (7.3), მარკინიოსი (7.0), პაჩო (7.4), მენდეში (8.2), ნევეში (7.8), ვიტინია (8.4), ფაბიანი (6.8), ბარკოლა (6.4), კვარაცხელია (7.8), დემბელე (8.2), დუე (7.3), ზაირ-ემერი (6.8), ბერალდო (6.4), ლი (6.3), რამუში (6.5).

პსჟ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბრიუგესა" და "ასტონ ვილას" წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06256