„სარაევომ“ ბოსნიის თასის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში „ჟრინსკი“ 1:0 დაამარცხა, გამარჯვების გოლი კი, გიორგი გულიაშვილმა გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი მე-17 წუთზე დალაშქრა და ამ გოლმა ორრაუნდიანი ბრძოლის ბედი გადაწყვიტა. გულიაშვილს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გაიტანა. ეს მატჩი „სარაევომ“ 1:0, ხოლო ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო (საგარეო მატჩშიც გიორგიმ გაიატანა).
23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 18 გოლი აქვს გატანილი - 13 ჩემპიონატში, 4 თასზე და 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
„სარაევო“ ნახევარფინალში გავიდა და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს.