„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ იტალიურ Sky Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი შეტევაში სამივე პოზიციაზე მოსწონს და ამიტომაც იყენებს, როგორც ორივე ფლანგზე, ისე ცენტრში.
„კვარა მომწონს მარჯვნივ, მარცხნივ და ცენტრშიც. პირველივე დღიდან ის ჩვენთვის ძალიან კარგი გაძლიერებაა. უბრალოდ უნდა დაველოდოთ დროის გასვლას, რომ ადაპტაცია საბოლოოდ გაიაროს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე ითამაშოს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.