ფეხბურთი

19:25 | 11.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩი: "იუვენტუსის" კრიზისის გამო გული მტკივა, მოტამ უნდა გაიგოს, რომ "იუვეს" მწვრთნელობა სხვა სამყაროა"

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ თავისი ყოფილი გუნდის, „იუვენტუსის“ კრიზისზე ისაუბრა.

„ატალანტას“ მარცხის (0:4) შემდეგ ბონუჩიმ Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა:

“გული მეტკინა. ვნახე გუნდი სირთულეებში, ამ თამაშიდან „იუვემ“ უნდა ისწავლოს, რომ ყველა თვალსაზრისით გასაზრდელია. ტიაგო მოტას ფეხბურთი ლამაზია, რადგან ბურთს დიდხანს ინარჩუნებს, მაგრამ მათ ხშირად უჭირთ საგოლე მომენტების შექმნა, „ატალანტასთან“ მატჩიც ასეთი იყო. ტიაგო მოტამ უნდა გააცნობიეროს, რომ „იუვეს“ მწვრთნელობა სხვა სამყაროა. მისი გათავისუფლება? გააჩნია, კლუბში რა სურთ. შედეგისთვის დრო საჭიროა, მესმის, რომ „იუვეში“ დრო არავის აქვს, მაგრამ ასეა. თუ მოტას გაუშვებენ, მაშინ აუცილებლად კონტე უნდა მოიყვანონ, რომელსაც შეუძლია ეგრევე გამარჯვება, რაც მან ყველგან დაამტკიცა, თუ არადა, მოტას კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეს“, - თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში 52 ქულით მეოთხე ადგილზეა, სხვა ყველა ტურნირს კი, გამოეთიშა. ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსის“ ღირსებას 2010-2017 და 2018-2023 წლებში თამაშობდა.

0.117509