ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ტრანსფერი განახორციელა.
24 წლის ხორვატი საყრდენი ნახევარმცველი მატეო ითრაქი ჩვენი კლუბის ფეხბურთელია.
“ტორპედომ” ხორვატი ფეხბურთელის კონტრაქტი ბელგიური “ფრანკს ბორაინსიდან” გამოისყიდა, რომელიც ბელგიის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მატეო გუნდის კაპიტანი გახლდათ და ამ კლუბის მაისურით 2 წლის განმავლობაში ჯამში 83 მატჩი ჩაატარა, მანამდე კი იტალიური “კროტონეს” ღირსებას იცავდა.