ფეხბურთი

14:55 | 11.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდის“ ნაცვლად ახალ 100 000 ადგილიან სტადიონს ააშენებს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ უახლოეს მომავალში „ოლდ ტრაფორდის“ ნაცვლად ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებას გეგმავს - გვამცნობს ავტორიტეტული გამოცემა The Athletic.

მანკუნიანელთა ხელმძღვანელობა შესაბამის განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. ახალი არენა 100 ათასი ადგილიანი იქნება.

„ნორმან ფოსტერმა, მანკუნიელმა და მსოფლიოს უდიდესმა არქიტექტორმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავლისთვის მართლაც შექმნა სტადიონის ყველაზე საკულტო დიზაინი.

ხუთ წელიწადში „მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე მომგებიანი კლუბი იქნება მსოფლიოში, მათ ექნებათ ყველაზე საკულტო სტადიონი, თუ შევძლებთ ჩვენი გეგმის განხორციელებას და დავიწყებთ ტიტულების მოგებას", - ციტირებს კლუბის თანამფლობელის ჯიმ რეტკლიფის სიტყვებს The Athletic.

ამ დროისთვის „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

0.115461