ფეხბურთი

12:50 | 11.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ „ალ-ნასრის“ აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას გამოეხმაურა

საუდური „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების 40 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თავისი გუნდის ირანულ „ესტეგლალთან“ გამარჯვებასა (3:0) და აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას გამოეხმაურა. ამ მატჩში ფორვარდმა თავისი 927-ე გოლი გაიტანა (27-ე წუთზე პენალტით) კარიერაში.

„მეოთხედფინალი… აქ ვართ!“ – დაწერა რონალდუმ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

კრიშტიანუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ოფიციალურ თამაშებში 927 გოლი გაიტანა. რონალდუმ 5 ბურთი „სპორტინგში, 145 „მანჩესტერ იუნაიტედში“, 450 მადრიდის „რეალში,“ 101 „იუვენტუსში,“ 92 „ალ-ნასრში“ და 134 ეროვნულ გუნდში გაიტანა. თავდამსხმელი არის საუკეთესო ბომბარდირი ფეხბურთის, ნაკრებების, ევროპის ჩემპიონატის, უეფას ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ისტორიაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06602