მადრიდის „რეალის" ფორვარდმა კილიან მბაპემ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში „რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გოლი გაიტანა (2:1).
კილიანს „სამეფო კლუბში“ ყველა ტურნირზე 29 გოლი მოუგროვდა. Stats Foot-ის თანახმად, მბაპე გახდა პირველი ფრანგი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც სადებიუტო სეზონში 29+ გოლი გაიტანა ტოპ 4 ლიგის კლუბში. წინა რეკორდი ყოფილ ნახევარმცველს მიშელ პლატინის ეკუთვნოდა - „იუვენტუსში“ 28 გოლი 1982/83 წლების სეზონში.
მბაპე მადრიდის „რეალს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას შეუერთდა და „რეალთან" კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.