ფეხბურთი

11:09 | 11.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბამ დისკვალიფიკაცია მოიხადა და შეუძლია ნებისმიერ კლუბში გადავიდეს

31 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა პოლ პოგბამ გუშინ, 10 მარტს დისკვალიფიკაცია ოფიციალურად მოიხადა და საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა შეუძლია.

პოგბას ბოლო კლუბი ტურინის „იუვენტუსი“ გახლდათ, რომელთანაც ფეხბურთელმა კონტრაქტი შარშან ოქტომბერში გაწყვიტა.

ფეხბურთელი ახლა ეძებს შესაძლებლობებს კარიერის განახლებისთვის. თავად პოგბამ განაცხადა, რომ მხოლოდ ევროპის ტოპ ჩემპიონატებიდან შემოთავაზებებს განიხილავს.

ამბობენ, რომ „მარსელი“ ფრანგი ნახევარმცველის გადაბირების ერთ-ერთი პრეტენდენტია. სხვადასხვა ფრანგული მედიის ცნობით, ისინი ფეხბურთელს კონტრაქტის შეთავაზებას მარტის შუა რიცხვებში გეგმავენ, რადგან მანამდე არ სურდათ ზედმეტი თანხის გადახდა, სანამ ის ვერ თამაშობდა.

პოგბა ასევე შეხვდა მაიამის „ინტერის“ თანამფლობელს დევიდ ბექემს „ნიუ-იორკ სიტის“ წინააღმდეგ მატჩის დროს. ამ შეხვედრის მიზანი უცნობია.

თეგებიპოლ პოგბა
0.179133