ფეხბურთი

23:38 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიოგო ჟოტა: "პარიზში ყველაზე რთული მატჩი გვქონდა, ახლა გვინდა, რომ განსხვავებულად ვითამაშოთ"

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა დიოგო ჟოტამ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, პირველი მატჩი მათთვის სეზონში ყველაზე რთული იყო, მაგრამ ახლა „ენფილდის“ პუბლიკის წინაშე განსხვავებულად სურთ თავის წარმოჩენა.

„პსჟ-ს ბურთი პირველ მატჩში იმაზე მეტ ხანს ჰქონდა, ვიდრე ვიფიქრებდით. მათ ბევრი მომენტი შექმნეს და ჩვენ ძალიან შორს ვიყავით მათი კარისგან, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოვიგეთ. ჩვენი ფანების წინაშე სხვა თამაშის ჩვენება გვინდა, თუმცა მიზანი მხოლოდ მომდევნო ეტაპზე გასვლაა.

ეს იყო ჩვენთვის ყველაზე რთული თამაში სეზონში. მატჩის შინაარსი არ იყო ჩვენი გეგმა, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ მაინც შეგვიძლია დაცვაში მყარად თამაში და სირთულეების მიუხედავად მოგება, ხასიათი ვაჩვენეთ.

სალაჰი საოცარი ფეხბურთელი. გუნდში შევწყვიტეთ მისი გოლების თვლა, რადგან დაუჯერებელ რაღაცებს აკეთებს, ამიტომ, სეზონის ბოლოს ვნახავთ ციფრებს. ვისთანაც მითამაშია, ასეთი სეზონი არავის ჰქონია. ვიცით, რომ შეგვიძლია მისი იმედი გვქონდეს საგოლე მომენტების შექმნასა და გოლების გატანაში“, - თქვა ჟოტამ.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პსჟ-ს სტუმრად 1:0 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. საპასუხო მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.119389