„შეკითხვა, რომელიც „ვალენსიაში“ შეუძლებელი ჩანდა: მამარდაშვილი თუ დიმიტრიევსკი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა Marca-მ სტატია „ვალენსიას“ მეკარეების შესახებ.
მამარდაშვილი ბოლო დროს იდეალურ ფორმაში არაა, შეცდომების დაშვებას მოუხშირა, რის გამოც ესპანელი ჟურნალისტები არ გამორიცხავენ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს.
„გასულ სეზონში მამარდაშვილი „ვალენსიას“ საუკეთესო ფეხბურთელი, კედელი იყო. ის იბრძოდა ზამორას ტიტულისთვის (ყველაზე მეტი მშრალი მატჩი ლა ლიგის სეზონში) და ოქროს ბურთის კანდიდატებშიც იყო, რაც პირველად მოხდა „ვალენსიას“ ფეხბურთელის შემთხვევაში დავიდ ვილას შემდეგ. ქართველი ტიტანი იყო და მისი სათამაშო საკმარისი იყო იმისთვის, რომ „ლივერპულს“, რომელიც პრემიერლიგის მოგებას მარტივად აპირებს, ალისონის შემცვლელად აერჩია და მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა.
„ვალენსიამ“ იცოდა, რომ მამარდაშვილს ვერ შეინარჩუნებდა და დიმიტრიევსკი შეიძინა, მაგრამ სცენარის შეცვლამ, რომლის მიხედვით „წითლებმა“ ქართველი ვალენსიაში იჯარით დატოვეს, ანომალია გამოიწვია: ორი მაღალი დონის მეკარე კლუბში. თუმცა, დებატები შეუძლებელი ჩანდა, მამარდაშვილი ძირითადის წევრი იყო ეჭვების გარეშე, დიმიტრიევსკი კი, სათასო მეკარე, რათა ქართველს დაესვენა.
თუმცა, გააქტიურდა ის, რაც შეუძლებელი ჩანდა. მამარდაშვილის თამაშის ხარისხი მკვეთრად დაეცა. კატასტროფულად არ თამაშობს, მაგრამ ამ სეზონში ჩვეულებრივზე მეტი შეცდომა დაუშვა და პირველ რიგში აღარ არის მეკარე, რომელიც გასულ სეზონებში ქულებს პირადად აგროვებდა. „ვალიადოლიდთან“ მისი შეცდომა შეიძლებოდა „ვალენსიას“ ძვირი დაჯდომოდა, მათი მხსენი სადიქ უმარი რომ არ გამოჩენილიყო.
11 მატჩი დარჩა და თავად მამარდაშვილმა აღიარა, რომ კარგ ფორმაში არაა. კითხვა რჩება: დიმიტრიევსკის დროა? კორბერანი არ არის ის ადამიანი, რომელიც ცვლილებებს ადვილად ახდენს, მაგრამ ჩრდილომაკედონიელმა მეკარემ კარგად ითამაშა, როგორც თასზე, ასევე ლა ლიგის ოთხ მატჩში, როცა ტრავმირებული თანაგუნდელი შეცვალა“, - წერს Marca.
ესპანურმა გაზეთმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდაშვილის და დიმიტრიევსკის სტატისტიკებიც შეადარა:
მამარდაშვილი: 23 ჩატარებული მატჩი, 4 ტრავმის გამო გამოტოვებული, 39 გაშვებული გოლი, 5 მატჩი მშრალად და 2070 წუთი მოედანზე.
დიმიტრიევსკი: 4 მატჩი, ტრავმის გამო მატჩი არ გამოუტოვებია, არც ერთი მშრალი მატჩი, 360 წუთი მოედანზე.