ფეხბურთი

18:54 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე: "ზოგჯერ თავდაჯერებულობა მაკლდა, ახლა უფრო მეტ გოლს გავიტან"

„ჰაიდენჰამის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ისაუბრა. ქართველი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ სადებიუტო გოლის შემდეგ უფრო მეტ გოლს გაიტანს.

„ეს ჩემთვის საჩუქარი იყო, რადგან ორშაბათს ჩემი დაბადების დღეა. თამაშებში იყო მომენტები, როდესაც თავდაჯერებულობა არ მქონდა. ახლა სტრესი გაქრა და ამ გოლის შემდეგ კიდევ უფრო მეტ გოლს გავიტან“, - აღნიშნა ბუდუმ SWR Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 10 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი.

„ჰაინდეჰაიმი“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მძიმე ვითარებაშია: მხოლოდ 16 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 მარტს, „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებს, რომელსაც ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068842