„ჰაიდენჰამის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის (1:1) შემდეგ ბუდუ ზივზივაძის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, ეს გოლი ბუდუს კარგს მოუტანს და დაეხმარება, რადგან თავდამსხმელებისთვის მნიშვნელოვანია უგოლო სერიის დასრულება:
„ბუდუმ ლამაზი გოლი გაიტანა. ეს მას მხოლოდ კარგს მოუტანს, ქილის გახსნას ჰგავს, რაც მნიშვნელოვანია თავდამსხმელებისთვის. თუმცა, ახლა უფრო მეტიც გვჭირდება“, - თქვა შმიდტმა.
შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 10 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი.
„ჰაინდეჰაიმი“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მძიმე ვითარებაშია: მხოლოდ 16 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 მარტს, „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებს, რომელსაც ქულით ჩამორჩება.