ფეხბურთი

17:07 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა: "კოლხეთმა" და "დინამომ" ქულები გაიყვეს

ეროვნულ ლიგაში მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა, ფოთის "კოლხეთმა" ქობულეთში "დინამო" თბილისს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ "დინამოს" რიგებში 20 წლიანი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა ჯაბა კანკავამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

"კოლხეთს" და "დინამოს" პირველი ტურის მატჩები არ უთამაშიათ, რადგან მათი თამაშები უამინდობის გამო გადაიდო. ფოთელები 2 თამაშის შემდეგ 1 ქულით მე-9 ადგილას იმყოფებიან, ხოლო "დინამოს" 4 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა.

დღეს მოგვიანებით ეროვნულ ლიგაში ორი შეხვედრა გაიმართება: გორის "დილა" "იბერიას" უმასპინძლებს, ხოლო "დინამო ბათუმი" "გაგრას" მიიღებს.

0.12176