ფეხბურთი

15:48 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლორიან ვირცი ტრავმირებულია და მისი თამაში "ბაიერნთან" გამოირიცხა

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურის მატჩში "ლევერკუზენმა" საკუთარ მოედანზე "ვერდერს" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო ფლორიან ვირცმა, რომელიც მოედანზე მეორე ნახევრის სტარტზე შემოვიდა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 14 წუთი გაატარა. როგორც "ფარმაცეპტების" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, 21 წლის გერმანელ ფეხბურთელს ტერფის ტრავმა აქვს და 3-4 კვირა მოუწევს უქმობა. შესაბამისად ვირცი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს "ბაიერნის" წინააღმდეგ გამოტოვებს.

ცნობისთვის, ფლორიან ვირცს მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში 25 შეხვედრაში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული.

"ლევერკუზენისა" და "ბაიერნის" განმეორებითი შეხვედრა 11 მარტს 23:55-ზე გაიმართება.

0.115018