"დინამო" თბილისის 16 წლის მარცხენა მცველით საბა ხარებაშვილით "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mercato psginside actus-ის ავრცელებს.
წყაროს ცნობით პარიზულმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დაადასტურა და დაკვირვებას განაგრძობს.
გეტყვით, რომ პსჟ-ს გარდა საბა ხარებაშვილით ევროპის წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებულნი: "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი" , "ლივერპული" და "ნაპოლი".
16 წლის ფეხბურთელი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ძირითად გუნდში 2024 წლიდან გამოდის. მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 800 000 ევროა.