ბრაზილიის თასის ნახევარფინალურ შეხვედრაში "კორინთიასმა" საკუთარ მოედანზე "სანტოსს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მასპინძლებმა თასის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ნეიმარს, რომელმაც მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც თავისი გუნდის დახმარება ვერ მოახერხა, მან მთელი შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე გაატარა.დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შესაძლოა ბრაზილიელ ფეხბურთელს მარტის სანაკრებო მატჩების გამოტოვება მოუხდეს.
ნეიმარი - "სამწუხაროდ ბოლო კვირების განმავლობაში ტკივილებს ვგრძნობდი, ძალიან მინდოდა და ვცდილობდი გუნდს დავხმარებოდი, თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ გადაწყდა, რომ უნდა დამესვენა." - განაცხადა ნეიმარმა.
გეტყვით, რომ ნეიმარმა "სანტოსში" გადასვლის შემდეგ 7 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის 2023 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოიძახეს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.