რუმინეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ იტალიურ გამოცემა tuttomercatoweb-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. რუმინელმა სპეციალისტმა ასევე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.
"ვფიქრობ სკუდეტოს მოსაგებად ყველაზე კარგი შანსი ინტერს და ნაპოლის" აქვს, ეს ორი გუნდი სეზონის ბოლომდე იბრძოლებენ და ყველაფერი ბოლო ტურებში გადაწყდება. ინტერს გაცილებით გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ანტონიო კონტე, რომელმაც ზამთარში ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა, ის გუნდის ლიდერი იყო, თუმცა კონტე მაინც ახერხებს გუნდში სტაბილურობის შექმნას. ვიქრობ ნაპოლის ხელმძღვანელობამ ქართველის გაყიდვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მათ 70 მილიონი გამოიმუშავეს და სწორად მუშაობას განაგრძობენ." - განაცხადა ლუჩესკუმ.
იტალიის სერია A-ს 28 ტურის შემდეგ 61 ქულით "ინტერი" ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" ქულით უსწრებს.მე-3 ადგილს კი, "ატალანტა" იკავებს 58 ქულით .
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენმა" იანვრის სატრანსფერო პერიოდში 70 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა.