ფეხბურთი

11:50 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა (+VIDEO)

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან პირველი ამხანაგური შეხვედრა გამართა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარებული მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქე შოთა თოფურიას და გიორგი ჩიმაკაძის გოლებით დაამარცხა. პირველი ტაიმის საწყის წუთებზე მოპოვებული უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა.

საქართველო - რუმინეთის მეორე ამხანაგური მატჩი 11 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.


0.118656