„გრანადამ“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „რასინგ ფეროლი“ 3:0 დაამარცხა, გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 58-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იქამდე, გიორგიმ საგოლე პასიც მიითვალა, მისი გადაცემით გახსნა ანგარიში მანუ ლამამ. წიტაიშვილს 24 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა.
„გრანადა“ 46 ქულით მერვე საფეხურზეა, მომდევნო ტურში კი, 16 მარტს, „კადისს“ ესტუმრება.