ფეხბურთი

1:51 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე: "ბედნიერი ვარ სადებიუტო გოლით, თამაში ასე უნდა გავაგრძელოთ და ქულებს დავაგროვებთ"

„ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლის შემდეგ ისაუბრა.

ქართველმა ფეხბურთელმა „ჰოფენჰაიმს“ ლამაზი გოლი გაუტანა და მატჩის შემდეგ გახარებულიც იყო. როგორც მან თქვა, თამაში ისე უნდა გააგრძელონ, როგორც მეორე ტაიმში ითამაშეს.

„ბოლოს და ბოლოს გავიტანე! მშვენიერი გოლი იყო და ბედნიერი ვარ, რომ პირველი გოლი გავიტანე "ჰაიდენჰაიმში" და ბუნდესლიგაშიც. უბრალოდ ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ჩემი გოლით დავეხმარე. დღეს ბოლომდე ვიბრძოლეთ და ვფიქრობ, რომ 1:1 შედეგი სამართლიანია. პირველ ტაიმში თამაშს „ჰოფენჰაიმი“ აკონტროლებდა, მეორე ტაიმში კი ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით.

ეს ერთი ქულა კარგია ჩვენი მენტალიტეტისთვის და ჩვენი სულისკვეთებისთვის, რადგან ზუსტად ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც მეორე ტაიმში. დარწმუნებული ვარ, მეტ ქულას დავაგროვებთ“, - აღნიშნა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 10 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი.

„ჰაინდეჰაიმი“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მძიმე ვითარებაშია: მხოლოდ 16 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 მარტს, „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებს, რომელსაც ქულით ჩამორჩება.

0.113791