ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში „ტენერიფემ“ სტუმრად „ბარსელონა“ დაძაბულ ბრძოლაში 95:92 დაამარცხა, გიორგი შერმადინმა კი, შესანიშნავად ითამაშა.
ქართველმა ცენტრმა 28 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. გიორგიმ 8-დან 8 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ის თანაგუნდელ დავიდ კრამერთან ერთად ყველაზე შედეგიანი იყო.
თუმცა, მატჩის MVP მაინც მარსელინო უერტასი გახდა, რომელმაც 19 ქულა და 15 პასი დააგროვა.
„ტენერიფე“ 17 მოგებით და 5 წაგებით ლიგა ენდესაში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 მარტს, „ბილბაოს“ სტუმრად შეხვდება.