ფეხბურთი

0:12 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მთავარმა ფავორიტმა ქუთაისის „ტორპედომ“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

დირკ შუსტერის გუნდი საკუთარ მოედანზე „თელავთან“ 1:2 დამარცხდა. ანგარიში მე-12 წუთზე ვატო არველაძემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა უპასუხეს - ჯადული იობაშვილმა ავტოგოლი გაიტანა.

თუმცა, „თელავის“ ახალგაზრდა ფორვარდმა თავად გამოასწორა შეცდომა და შემდეგ უკვე მეტოქის კარი დალაშქრა, შედეგად, გამარჯვების გოლის ავტორი გახდა.

„თელავს“ სამ ტურში 6 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „ტორპედოს“ აქტივში მხოლოდ 3 ქულაა და შემდეგ მატჩს გორის „დილასთან“ გამართავს.

0.118959