„ლევანტეს“ ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა.
ლა ლიგა 2-ის 30-ე ტურში „ლევანტემ“ „კარტახენა“ 3:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა 71-ე წუთზე აიღო მეტოქის კარი და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა.
ქოჩორაშვილი მოედანზე 74-ე წუთამდე იყო. მას მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი, სამჯერ საგოლე პასით გამოირჩა.
„ლევანტე“ 53 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს „ელჩესა“ და „რასინგთან“ ერთად იყოფს, პირველ ადგილზე „მირანდესია“, რომელსაც ქულით მეტი აქვს. „ლევანტე“ მომდევნო ტურში 16 მარტს „უესკას“ სტუმრად შეხვდება.