ფეხბურთი

23:32 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ თანაქალაქელი „გრაცერი“ დაამარცხა, რაშიც ოთარ კიტეიშვილმა წვლილი გოლით შეიტანა.

„შტურმმა“ 78-ე წუთზე გაუშვა და დერბის აგებდა, მაგრამ 86-ე წუთზე კიტეიშვილმა თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტუმრებმა გამარჯვების გოლიც შეაგდეს - 1:2.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 21 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, სამჯერ საგოლე პასი გააკეთა. კიდევ ერთი გოლი მან ჩემპიონთა ლიგაზე მიითვალა.

„შტურმი“ ბუნდესლიგას 43 ქულით ლიდერობს ვენის „აუსტრიასთან“ ერთად, 16 მარტს კი, შინ „ლასკს“ დაუპირისპირდება.

0.074743