იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომასთან“ 0:1 დამარცხდა.
ანგარიში პირველივე წუთზე მატიას სულემ გახსნა და ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა, მერე არაფერი შეცვლილა. გოგლიჩიძე მოედანზე 87-ე წუთზე იყო, სანამ თავდამსხმელით არ შეცვალეს.
თუმცა, „ემპოლიმ“ ისე წააგო, რომ რეალური მომენტი თითქმის არ ჰქონია. რობერტო დ’ავერსას გუნდი აშკარა კრიზისშია, 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 13 მატჩი, 3 ფრე, 10 წაგება.
გოგლიჩიძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული, ერთხელ იტალიის თასზეც ითამაშა.
„ემპოლი“ 22 ქულით გასავარდნ ზონაშია, მე-18 ადგილზე და მომდევნო ტურში 15 მარტს, „ტორინოს“ ესტუმრება.