კალათბურთი

1:31 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძე ისევ სასტარტოშია

გიგა ჯანელიძის “როზეტო შარქსმა” იტალიის რანგით მე-3 დივიზიონ “ა2 სილვერში” მე-2 მატჩი გამართა და ისევ მარცხი განიცადა, ამჯერად, “ტრევიზო ბასკეტთან” – 63:71.

სასიხარულოა, რომ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და 23:04 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა (4 შეტევაში) მიითვალა. ჯანელიძემ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 2 სამქულიანი ააცილა.

როზეტოელებს 26 ქულით ამერიკელმა დამირ პიტსმა ულიდერა, “შარქსი” კი მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს სტუმრად “ტორტონასთან” გამართავს.

ისიც ვთქვათ, რომ იტალიის მე-2 ლიგა “ა2 გოლდში” ნიკა მეტრეველის “ჯივოვა ნაპოლის” ტორინოში ”მანიტალთან” უნდა ეთამაშა, თუმცა, მასპინძლებმა პარკეტის წესრიგში მოყვანა ვერ მოასწრეს და მატჩი ნოემბრისთვის გადაიდო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116559