ფეხბურთი

22:50 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენის" ქულა უშუალო კონკურენტთან

საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ უშუალო კონკურენტ „ლე ავრს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა - 1:1.

ლუკას სტასენის გოლით „მწვანეები: მეათე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმის მიწურულს კურიოზული პენალტი აიკიდეს, რომელიც ტურემ ვერ გაიტანა, თუმცა, დამატებაზე შეაგდო და გაათანაბრა. ეს იყო მე-14 პენალტი, რომელიც „სენტ ეტიენის“ კარში დაინიშნა, რაც ამ სეზონში ანტირეკორდია. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ოთხჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„სენტ ეტიენი“ 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონაში, მომდევნო ტურში კი, 16 მარტს, „მონპელიეს“ ესტუმრება.

0.117672