ფეხბურთი

22:02 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი და სადებიუტო გოლი ბუნდესლიგაში (VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში ბუდუ ზივზივაძემ „ჰაიდენჰაიმი“ „ჰოფენჰაიმთან“ მარცხისგან იხსნა.

ქართველმა ფორვარდმა სადებიუტო გოლი გაიტანა ახალ გუნდში, ბუნდესლიგაში და ზოგადად, ტოპ ლიგაში.

პირველი ტაიმი „ჰაიდენჰაიმმა“ 0:1 წააგო, ხოლო 46-ე წუთზე თამაშში ბუდუ ჩაერთო, რომელმაც 65-ე წუთზე დიდებული გოლით გაათანაბრა. მან მარჯვენა ფეხით აუღებელი გაისროლა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ბუდუ ზივზივაძეს „ჰაიდენჰაიმში“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 12 მატჩში თითო გოლი და საგოლე პასი აქვს აქტივში, კონკრეტულად ბუნდესლიგაში კი, 10 მატჩი, 1 გოლი და 1 ასისტი.

„ჰაინდეჰაიმი“ სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე მძიმე ვითარებაშია: მხოლოდ 16 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და მომდევნო ტურში 16 მარტს, „ჰოლშტაინ კილს“ უმასპინძლებს, რომელსაც ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.075946