ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და „ატლეტიკოს“ გადაასწრო, რომელიც მანამდე დამარცხდა.
კარლო ანჩელოტის გუნდი კილიან მბაპეს და ვინისიუსის გოლებით დაწინაურდა 2:0, მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ერთი ბურთი გაქვითეს. მეორე ნახევარში „სამეფო კლუბმა“ მოახერხა უპირატესობის გამარჯვებამდე მიყვანა.
შედეგად, „რეალმა“ 57 ქულა დააგროვა და „ბარსელონას“ დაეწია, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. იქვეა „ატლეტიკოც“ 56 ქულით.
მოკლედ, ლა ლიგის დარჩენილ 11 ტურში უაღრესად საინტერესო ამბებია მოსალოდნელი.
„რეალი“ – „რაიო ვალეკანო“ 2:1 (2:1)
გოლები: 1:0 მბაპე (30), 2:0 ვინისიუსი (34), 2:1 დიასი (45)