გიორგი ბეჟანიშვილი კარიერას ესპანეთის ლიგა ენდესას ბინადარ „გრანადაში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ბეჟანიშვილი ბოლოს საფრანგეთში, „გრაველინის“ ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ 20 წუთში 8.1 ქულას აგროვებდა. მას სეზონში საუკეთესო თამაში 22 დეკემბერს ჰქონდა, როცა 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი „შალონთან“ მიითვალა.
„გრანადა“ ლიგა ენდესაში 6 მოგებით 16 წაგებით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და ელიტაში დასარჩენად იბრძვის.
გიორგი ბეჟანიშვილი მანამდე ილინოსის უნივერსიტეტში, ასევე კანადის და ტაივანის ჩემპიონატებში თამაშობდა.