ესპანეთის ლიგა ენდესას 22-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „ლეიმა კორუნია“ სტუმრად „მანრესასთან“ 89:104 დამარცხდა.
მასპინძლები მთელი თამაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ და მოგება არ გასჭირვებიათ.
ბურჯანაძემ 19 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„ლეიმა კორუნია“ 5 მოგებით და 17 წაგებით ბოლო ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 16 მარტს, „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.