„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი უსმან დემბელე საოცარი ფორმაშია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში საუკეთესო პერიოდი უდგას.
ფრანგმა ფორვარდმა მხოლოდ 2025 წელს უკვე მოასწრო 20 გოლის გატანა, რაც საოცარი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის ჯერ მხოლოდ მესამე თვე დაიწყო.
უსმანმა 12 გოლი ლიგა 1-ში მიითვალა ამ წელს, 1 საფრანგეთის თასზე, 1 საფრანგეთის სუპერთასზე და 6 - ჩემპიონთა ლიგაზე. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე მიმდინარე სეზონში მან ექვსივე გოლი წელს გაიტანა, 2025 წელს - არ გაუტანია.
დემბელე ლიგა 1-ში ბომბარდირთა დავას 20 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 5 გოლით უსწრებს. ბოლო მატჩში, „რენთან“ მან დუბლი შეასრულა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა შეცვლაზე შესულმა პსჟ-ს მაისურით ორი გოლი გაიტანა.