„ბარსელონას“ ვოიცეხ შჩესნისთან კონტრაქტის განახლება სურს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ჰანსი ფლიკი ძალიან კმაყოფილია პოლონელი მეკარის თამაშით. შჩესნიმ, რომელმაც ზაფხულში კარიერა დაასრულა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ „ბარსას“ შეთავაზება მიიღო და ფეხბურთს დაუბრუნდა.
მან 14 მატჩში 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა და შესანიშნავ ფორმაშია, რის გამოც ესპანურ კლუბს თანამშრომლობის განახლება სურს, რომელიც სეზონის ბოლომდეა ძალაში.
ვოიცეხ შჩესნი „ბარსელონამდე“ 2017-2024 წლებში ტურინის „იუვენტუსის“ კარს იცავდა.