მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ აღნიშნა, რომ მისი გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში ოთხი ტიტულის მოგებაა - სერია A, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
„წინა პრესკონფერენციაზე მკითხეს ჩვენი მიზანი დუბლის მოგება თუ იყო და ვუპასუხე, რომ ტრებლის მოგებას ვუმიზნებთ, მაგრამ უნდა შევასწორო - ოთხი ტიტულის მოგება გვინდა, რადგან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიცაა სამ თვეში. ჩვენ გონებაში მხოლოდ ის გვაქვს, რომ ფანები გავახაროთ. ადვილი არაა, მაგრამ ამ ბიჭებს დიდი სულისკვეთება აქვთ და წინსვლას ეცდებიან კალენდარზე ყურების და გამოთვლების გაკეთების გარეშე“, - თქვა ინძაგიმ.
შეგახსენებთ, რომ „ინტერმა“ „მონცა“ 3:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა.