„ვალენსიამ“ ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალიადოლიდი“ 2:1 დაამარცხა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა.
ესპანურმა მედიამ მისი თამაში შეაფასა:
AS: „მისმა შეცდომამ „ვალენსიას“ თამაშის გეგმა დაარღვია. ქართველი გადამრჩენელ სეივებს ვეღარ აკეთებს და ძალიან ბევრ აშკარა შეცდომას უშვებს. 2:1-ზე მან ლატასას თავური კარგად მოიგერია. მეორე ტაიმში მაინც ძლიერი ხასიათით უმკლავდებოდა მის საჯარიმოში შექმნილ სიტუაციებს“.
Eldesmarque: „არაზუსტმა პასმა ანგარიში 1:1 გახადა. „მესტალიამ“ უსტვინა, შემდეგ ტაში დაუკრა, რადგან მეორე ტაიმში რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა, მაგრამ დებატები ღიაა“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 5-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. „ვალენსიამ“ ამ მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 27 ქულით მე-16 ადგილზეა (ასევე, 27-27 ქულა აქვთ „ესპანიოლსა“ და „ლეგანესს“). მომდევნო ტურში „ღამურები“ 15 მარტს, „ჟირონას“ სტუმრად შეხვდებიან.