ფეხბურთი

2:10 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ „მონცასთან“ 0:2 აგებდა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა

იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის, შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „ინტერმა“ „მონცას“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, თუმცა თავიდან 0:2 აგებდა.

მატჩის პირველი გოლი 32-ე წუთზე სტუმართა მცველმა, სამუელე ბირინდელიმ გაიტანა. 44-ე წუთზე ფორვარდმა კეიტა ბალდემ „მონცას“ უპირატესობა გააორმაგა. 45+1 წუთზე მასპინძლებმა ფორვარდ მარკო არნაუტოვიჩის გოლის წყალობით ერთი ბურთი გაქვითეს.

64-ე წუთზე „ინტერის“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანგარიში გაათანაბრა. 77-ე წუთზე კი „ინტერმა“ სტუმართა მცველის, გიორგი კირიაკოპულოსის ავტოგოლის წყალობით გამარჯვება მოიპოვა.

ამჟამად „ინტერს“ 61 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე 57-ქულიანი „ნაპოლია,“ რომელმაც ერთი მატჩით ნაკლები ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063318